Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu -->

3/17/2016

2016 წლის 6 მარტს ქუთაისში დაიწყო შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისადმი მიძღვნილი პროექტი „სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში“. პროექტი სამთვიანია და 12 ღონისძიებას მოიცავს.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რუსთაველის
 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი დავით მაზიაშვილი.


მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ თსუ-ის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც 2013, 2014 და2015 წლებში განხოციელებულ საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტებში წარმატებით მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების გამოფენა, გაიმართება ლექციები და რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ვიდეოჩვენება. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობებს და ისაუბრონ, დისკუსია გამართონ შექსპირის „შობის მეთორმეტე ღამის“ შესახებ. პროექტის მიწურულს ,მაისში, ისინი თავად რეჟისორ რობერტ სტურუას შეხვდებიან.
პროქტის დასასრულს გაიმართება ესეების კონკურსი. საუკეთესო ესეების ავტორებს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორებისგან, საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება.







No comments:

Post a Comment