Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu -->

სკოლის სიმბოლოები


      ჰ ი მ ნ ი

   სხივს მოჰყვება ფანტელი

  ცოდნის კორიანტელის...

  იაკობის სამეფოს ეფინება ნათელი,

  რათა სამშობლოსათვის დანთებული სანთელი

  გაენათოს ქვეყანას

  სიკეთისთვის მარად…


  რათა ვიყოთ სწორები ბაგრატის და გელათის

  და „ფიზმათის“ კარიბჭე სწავლისათვის ელავდეს...

  გათენებულ ღამეებს, ჩამოღვენთილ კელაპტრებს

  ცოდნა ააფერადებს

  ცისარტყელისდარად.


  მის.: მშობლიური „ფიზმათი“ ზღაპრებიდან სიზმრამდე

           ჩვენთვის ყოველ ცისმარ დღეს გულში ჩაირინდება..

           ჭომის ბაღნარებიდან აფეთქებულ მიზნამდე

           სამშობლოს სადიდებლად

           მტკიცე ცოდნას დიდება.

როგორც მწიფე თავთავი სიმძიმით თავდახრილა

მხოლოდ სიბრძნით ვაქციოთ ზღვარი ინტეგრალად

და გრაალის თასიდან უმეცრების სამხილად:

აზროვნება-მახვილად...

შემეცნება-ფარად...


და „რაზმაძის“ სკოლიდან გავიტანოთ ალამი

ერის გაბრწყინებისა.. წინაპართა კვალად..

სამშობლოსთვის სიცოცხლე _ ღირსებაა მთავარი...

ქვეყნად მხარე არ არი

საქართველოსთანა...


მის.: მშობლიური „ფიზმათი“ ზღაპრებიდან სიზმრამდე

         ჩვენთვის ყოველ ცისმარ დღეს გულში ჩაირინდება..

         ჭომის ბაღნარებიდან აფეთქებულ მიზნამდე

         სამშობლოს სადიდებლად

         მტკიცე ცოდნას დიდება.



                                                            ავტორი: გენადი მარგველაშვილი.

No comments:

Post a Comment