Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu -->

სკოლის სასწავლო გეგმა


შეთანხმებულია
ანდრია რაზმაძის სახელობის
ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან
ოქმი
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე:
ლაურა ბესტაევა
ქუთაისი  სექტემბერი 2015-16 სასწავლო წელი

დამტკიცებულია
ანდრია რაზმაძის სახელობის
ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ
ოქმი
პედსაბჭოს თავმჯდომარე:
ნაზი კვატაშიძე
ქუთაისი   სექტემბერი 2015-16 სასწავლო წელი







ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკი საჯარო სკოლის  2015-2016  სასწავლო  წლის
სასკოლო სასწავლო გეგმა








2015
ქუთაისი



სარჩევი



შესავალი


სასკოლო სასწავლო გეგმა  2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზეა შედგენილი, რომლის მიხედვითაც ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება.
სასკოლო სასწავლო გეგმა ექვემდებარება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შესაბამისად, ცვლილებები, რომლებიც ასახული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, იმავდროულად შეცვლის (დამატებების სახით) სასკოლო სასწავლო გეგმასაც, რაც ავტომატურად გამოიწვევს წინა ტიპის რეგულაციის გაუქმებას.
სასკოლო სასწავლო გეგმაში გაზიარებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შემოთავაზებული სიახლეები:
•       საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მიღწეული შედეგი;
•       გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან შესაფერისი ინტერესები;
•       შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული  ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას;
•       ფუნდამენტალური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით;
ძირითადი სიახლეები სასკოლო  სასწავლო გეგმაში:
ლოგიკური აზროვნების საწყისების სტუდიის ფარგლებში ჩვენი სკოლისა და სხვა სკოლების  მოსწავლეებისათვის შეთავაზებული იქნება მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და ინფორმატიკის (დაწყებითი საფეხური),  ასევე მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ინფორმატიკის გაძლიერებული სწავლების პროგრამები (საბაზო და საშულო საფეხური).
წრეობრივი მუშაობის გაძლიერების მიზნით გაგრძელდება პროექტის - „ლეონარდო და ვინჩი“ და საგამომგონებლო წრის ფუნქციონირება, შესაბამისი მატერიალური ბაზის (ლაბორატორიები) შექმნის მცდელობით, კრეატიული, საინჟინრო და სხვა ტიპის მოტივაციების ჩამოყალიბებითა და მონიტორინგით.
მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის თვითრეალიზაციისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადდება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
2015-2016 სასწავლო წელს სავალდებულო საგნების გარდა XII კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე. წ. „აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება სკოლის საატესტატო გამოცდა. აღნიშნული „საათის“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეს თითოეულ კონკრეტულ საგანში ნასწავლი მასალის გამეორებაში, სკოლის გამოსაშვები გამოცდისთვის განსაზღვრული პროგრამის მიხედვით. XII კლასელთა გადაწყვეტილებით I სემესტრში არჩევით საგნად შეირჩა „თანამედროვე ფიზიკის საფუძვლები“.
სკოლის კომპიუტერიზაციის პროგრამის ფონზე სულ უფრო შესაძლებელი გახდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში. მით უფრო, რომ სკოლას ამ თვალსაზრისით მზად აქვს არა მხოლოდ 2 საკომპიუტერო კლასი, არამედ მწყობრშია თანამედროვე უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მომავლის“ კლასი. სკოლაში გრძელდება ინოვაციური გაკვეთილები და პროექტები დევიზით, „ერთი პედაგოგი -  ერთი ღია გაკვეთილი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით“
ტრადიციისამებრ, სკოლის სტატუსიდან გამომდინარე, სკოლაში ფიზიკის სწავლება იწყება   VII კლასიდან (ე.ს.გ. გაძლიერებული ფიზიკის კურსი).
2015-2016 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა აზუსტებს დატვირთვას ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ სავალდებულო და მაქსიმალური დატვირთვის  ფარგლებში; სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდებულ საათობრივ ბადეში სასწავლო საათების 25%-ს კლასების მიხედვით, ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლებასთან დაკავშირებით, გადანაწილებულია საგნებს შორის.
სასკოლო სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.  სასკოლო სასწავლო გეგმა შემუშავებულია და დამტკიცებულია პედსაბჭოს მიერ,  ადმინისტრაციის მონაწილეობით და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით.






I.  სწავლისა და სწავლების ძირითადი პრინციპები და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
ზოგადი განათლება სკოლაში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს  I-IV კლასებს, საბაზო საფეხური გულისხმობს VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო X-XII კლასებს.
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
              შეაყვაროს მოსწავლეს სასკოლო გარემო, მიზანმიმართულად, თამაშის პრინციპით გაუღვივოს მას ცოდნის შეძენისკენ მისწრაფება, ჩამოუყალიბოს კომუნიკაციური სფერო და გაუღრმავოს სწავლების ყველა მიმართულ;ების საბაზისო სფერო.
              გამოავლინოს (დიაგნოსტიკური სქმების გამოყენებით) მოსწავლეების განსაკუთრებული მიდრეკილებები და ხელი შეუწყოს მათ განვითრებას.
              ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისათვის;
              შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური, სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
              შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
              დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; 
              შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;
              შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
    შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
              დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
              მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

1.1. კალენდარი


1.     2015-2016სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები. (დანართი # 1). 
2.     II - XI კლასელებისათვის 172 სასწავლო დღეს მოიცავს; პირველი სემესტრი გრძელდება 75 სასწავლო დღე (იწყება 2015 წლის 14 სექტემბერს და მთავრდება 2015 წლის 29 დეკემბერს), ხოლო მეორე სემესტრი 97 სასწავლო დღე (იწყება 2016 წლის 15 იანვარს და მთარდება 2016წლის 10 ივნისს).
3.      I და XII კლასელებისათვის მოიცავს 158 სასწავლო დღეს: პირველი სემესტრი გრძელდება 75 სასწავლო დღე (იწყება 2015 წლის 14 სექტემბერს და მთავრდება 2015 წლის 29 დეკემბერს) ხოლო მეორე სემესტრი 83 სასწავლო დღე (იწყება 2016 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2016  წლის 20 მაისს).
4.     სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.
5.     გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.
6.      გაკვეთილებს შორის ყველა შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრულია  შინაგანაწესის შესაბამისად. (დანართი # 2);
7.     I-IV კლასის ჩათვლით და ასევე V-ა,ბ,გ,დ,ე კლასების სწავლება განხორციელდება დაწყებითი სწავლების კორპუსში (ჯავახიშვილის ქ. #21), ხოლო დანარჩენი კლასები ძირითად კორპუსში (რუსთაველის ქ.. #127)
8.     II და III კლასების სწავლება მიმდინარეობს მეორე ცვლაში
9.     I კლასის  სწავლება შემცირებულია ე.ს.გ. შესაბამისად.


1.2. მოსწავლეთა რაოდენობა


1.     თითოეულ კლასში, გარდა I და II კლასებისა, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით, პირველ და მეორე კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 25-ს. მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან  წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს, ხოლო პირველ და მეორე კლასში 29-ს;
2.     საბაზო და საშუალო საფეხურზე პრიორიტეტულია მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ კლასში არ აღემატებოდეს 26 მოსწავლეს (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა);
3.     დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების  მიხედვით;
4. გამომდინარე იქიდან, რომ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა მათემატიკის  საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მათემატიკისა და ფიზიკის გაძლიერებულად სწავლება, სკოლა ვალდებულია საბაზო და საშუალო საფეხურზე, მშობლის სურვილის შემთხვევაში,  ჩაატაროს ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო გამოცდა-ტესტირება მათემატიკასა და ფიზიკაში.
ტესტირების მიზანია სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს:
      დაეხმაროს ზემოთ აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში მათ მიერ ათვისებულ და 41-ე საჯარო სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში;
      პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში გაუწიოს რეკომენდაციები ინდივიდუალური მუშაობისათვის, რათა სკოლაში სწავლის გაგრძელების პროცესი არ იყოს რთული, არ გამოიწვიოს მოსწავლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აკადემიური მოსწრების კუთხით და არ მოხდეს მისი კანონიერი უფლებების დარღვევა.
5.  სკოლაში მოსწავლეთა მიღება, სხვა სკოლაში გადასვლა, პარალელურ კლასში გადასვლა, კლასიდან კლასში გადაყვანა, საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანა და მოსწავლეთა სიიდან ამორიცხვა ხდება შესაბამისი   პროცედურებით  (დანართი # 3).
6.  2015-2016 სასწავლო წელს სკოლაში სასკოლო რესურსის შესაბამისად დაკომპლექტდა ხუთი პირველი, ექვსი მეორე, ექვსი  მესამე, ექვსი მეოთხე, ექვსი მეხუთე, ხუთი მეექვსე, ხუთი მეშვიდე, სამი მერვე, ოთხი მეცხრე, სამი მეათე, სამი მეთერთმეტე და სამი მეთორმეტე კლასი; სულ 55 კლასი (დანართი # 5).

 

1.3. სასკოლო საათობრივი ბადე


სასკოლო საათობრივი ბადე მოიცავს თითოეული კლასის მიხედვით სავალდებულო გაკვეთილების განრიგს. სასკოლო საათობრივი ბადის მიხედვით შექმნილია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც აზუსტებს, თუ კვირის რომელ დღეს და დროის  მონაკვეთში, რომელი საგანი ისწავლება. აგრეთვე მითითებულია საგნის მასწავლებელი. (დანართი  # 7).
სკოლის სტატუსიდან გამომდინარე სკოლაში ფიზიკის სწავლება იწყება VII კლასიდან (ე.ს.გ გაძლიერებული ფიზიკის კურსი 93 საათიანი დატვირთვით), რაც ასახულია სასკოლო საათობრივ ბადეში.
2015-2016 სასწავლო წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მოთხოვნით არჩევითი საგანია „თანამედროვე ფიზიკის საფუძვლები“, რათა  მოსწავლეები  გაძლიერებულიყვნენ ამ   საგანში, რაც ასევე ასახული იქნა საათობრივ ბადეში.
 სკოლა, კომპიუტერების გამოყენების საბაზისო უნარ-ჩვევების შესასწავლად,  აწესებს  სავალდებულო ფაკულტატური საგნის, ინფორმატიკის, 36 საათიანი  კურსის სწავლებას  VII-VIII-IX და X კლასების მოსწავლეთათვის.   ინფორმატიკის გაკვეთილები ყველა წესის დაცვით აღინიშნება სასკოლო საათობრივ ბადეში.
სასკოლო საათობრივი ბადე, გაკვეთილების ცხრილი, შეესაბამება ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კლასების მიხედვით საათობრივ დატვირთვას (დანართი #6), რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებული საათების 25% გადანაწილებულია მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების გაძლიერების მიზნით.
სასკოლო გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების ფარგლებში სასწავლო დისციპლინების დაზუსტებულ მეცადინეობების განრიგს, რაც ცხრილში ფიქსირებულია, თუ კვირის რომელ დღეს, რომელ სამეცადინო ჯგუფში რომელი პროგრამით მიმდინარეობს სწავლება.

1.4. მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა


სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი ჯგუფების ხუთი კათედრა:
     დაწყებითი განათლება  -  ხელმძღვანელი მაკა მარგველაშვილი          
     მათემატიკა და ინფორმატიკა – ხელმძღვანელი მზია ვერულაშვილი
     ფიზიკა –ქიმია - ბიოლოგია - ხელმძღვანელი თეა დარახველიძე
     ქართული ენისა და ლიტერატურის – ხელმძღვანელი ნინო ჩხეტია
     უცხოური ენების – ხელმძღვანელი  ეთერი კიკნაველიძე
     საზოგადოებრივი მეცნიერებების (ისტორია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება) - ხელმძღვანელი  ნანა ჩაკვეტაძე
      ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდა – შორენა ზვიადაძე

საგნობრივი კათედრები სკოლის ყველა (124) მასწავლებელს აერთიანებს. თითოეული კათედრის ფუნქციებია:

•  საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
•  ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
•  სახელმძღვანელოების შერჩევა;
•  სხვა საგნობრივ ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა;
•  ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის; პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
•  რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
•  რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;
•  საგნებში სემესტრული და წლიური სასკოლო წერისთვის ვარიანტების შემუშავება და წარდგენა სკოლის ადმინისტრაციაში;
•  სკოლის საათობრივი ბადის შესაბამისად, საგნებში სასწავლო საათების განაწილება კათედრის პედაგოგებს შორის კლასების მიხედვით;
•  საგნებში  ვაკანტურ თანამდებობაზე პედაგოგების მისაღებად სასკოლო საკონკურსო კომისიაში წარმომადგენლების გამოყოფა;
•  პერიოდულად სკოლაში საგნების სწავლების მდგომარეობის შესწავლა და დასკვნების მომზადება;
•  წლიური და სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო გამოცდებისა  და საჭიროების შემთხვევაში სარეკომენდაციო ტესტური ნაწერების გამსწორებელი კომისიის წევრების შერჩევა;
•  სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობის მიღება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში მისი პედაგოგიურ საბჭოში წარდგენისა და დამტკიცების მიზნით;

ყველა კათედრა იკრიბება სასწავლო წლის დასაწყისშივე და ირჩევს  კათედრის თავჯდომარეს. განიხილება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და არჩეული სახელმძღვანელოები, წლის განმავლობაში მასწავლებლების საჭიროებები, რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი, რა რესურსების გამოყენება იქნება აუცილებელი ეფექტურად სწავლებისას და ა.შ.
თითოეულ სემესტრში მინიმუმ ორჯერ მაინც რეგულარულად შეიკრიბებიან კათედრის წევრები. ყველა კათედრაზე  განიხილება საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა, უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, განისაზღვროს, თუ როგორი ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში შედეგების მიღწევა.
საგნობრივი კათედრების წევრთა შეკრება, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება  ჩატარდეს საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ ნებისმიერ დროს.
კათედრის თავჯდომარის ფუნქციებია:
• რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთების წარმოება-შენახვა);
• სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებათა მიწოდება;
• პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებების (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა) ორგანიზება და მოწყობა.


II. საგანმანათლებლო რესურსები
(სახელმძღვანელოების ჩამონათვალი)


     სკოლის პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სსიპ -  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ  გრიფმინიჭებულ და საგნობრივი კათედრების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოთა  ნუსხას (დანართი # 10) და დამხმარე საელმძღვანელოების (დანართი #11) იმ ნუსხას, რომლებსაც  მასწავლებლები რეგულარულად გამოიყენებენ 2014 – 2015 სასწავლო წლის განმავლობაში. 
      შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო  სკოლაში მოქმედებს არჩევიდან მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, რომელიც სახელმძღვანელოების შეცვლას მოითხოვს;
ბ) სახელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად  ჩამოერთმევა  გრიფი.
სახელმძღვანელოები შერჩეულ იქნა  შემდეგი წესების სრული  დაცვით:
•         თითოეული კლასის ყველა პარალელში  ისწავლება ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი;
•  თითოეული სახელმძღვანელო გამოყენებული უნდა იყოს  მინიმუმ 5 წლით, გარდა ამ გეგმით დადგენილი გამონაკლისებისა.
•    სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს კათედრის მიერ.
•    შერჩეულ სახელმძღვანელოთა ნუსხას  ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო;
•      სახელმძღვანელოების არჩევა მოხდა სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე;
•     მასწავლებელს აქვს უფლება სწავლებისას გამოიყენოს სსიპ - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სიაში არშესული წიგნები ან სხვა სასწავლო მასალები, თუ ის თვლის, რომ ეს  გამოადგება მოსწავლეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული მიზნების მიღწევაში, მაგრამ ამ წიგნების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ დამხმარე, დამატებითი მასალის სახით.
•     არჩეული სახელმძღვანელოების სია გამოკრულ უნდა იქნას მშობლებისთვის თვალსაჩინო ადგილას სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.
     სახელმძღვანელოს შერჩევისას პედაგოგიურმა საბჭომ  გაითვალისწინა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ დადგენილი და გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების შეფასება, რომელიც სკოლებისთვის ხელმისაწვდომია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელობის სპეციალური კატალოგის მეშვეობით.
    სახელმძღვანელოებით სარგებლობისას მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი საშუალება და არა ერთადერთი, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში მოცემული შედეგების მიღწევას, რომ სახელმძღვანელო არ არის თავისთავად პროგრამა – შესაბამისად,  მასწავლებელი არ უნდა იყოს სახელმძღვანელოში მოცემული ”მასალის გავლაზე” ორიენტირებული, არამედ აქცენტი  უნდა გადაიტანოს  სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების, სავარჯიშოებისა თუ ილუსტრაციების გამოყენებაზე საგნობრივი სტანდარტების შედეგების მისაღწევად. მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესს მიუდგეს შემოქმედებითად, არ გამოიყენოს რომელიმე ტექსტი ან აქტივობა, შეცვალოს დროის ხანგრძლივობა, რომელიც რომელიმე კონკრეტულ თემას ეთმობა, გადაანაცვლოს პარაგრაფების თანმიმდევრობა, დაამატოს საკუთარი აქტივობები და სხვ.



III. ინკლუზიური განათლება


        აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (შემდგომში სსსმ)  სასწავლო პროცესში მაქსიმალური ჩართვა. ასეთი საკითხების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი პირი დგინდება სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით. იგი უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლებისთვის ადეკვატური პირობების შექმნას, მაგალითად, უზრუნველყოს განსაკუთრებული საგაკვეთილო განრიგი, გამოყოს სპეციალური ადგილი, სადაც მოსწავლე შეძლებს დასვენებას და ა.შ. აგრეთვე სკოლამ ასეთ მოსწავლეს უნდა შეუდგინოს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა (მსგ), საიდანაც განისაზღვრება მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობებზე იქნება მორგებული. მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა (მსგ)  არის წერილობითი დოკუმენტი, შედგენილი სსსმ მოსწავლეე¬ბისათვის. მოცემული დოკუმენტი ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას; მისი დაკმაყოფილების გზებსა და ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. იგი მასწავლებლის/მასწავლებლების სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით შედგება წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების,  შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ.   აუცილებლობის შემთხვევაში მსგ  შემუშავება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. 

 

IV. შეფასების პრინციპები

4.1. მოსწავლის   შეფასებისას  გასათვალისწინებელი  აუცილებელი  მიდგომები


1. მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი. უნდა შეფასდეს არა მარტო ინფორმაციის ფლობა, არამედ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა.
3.  შესაძლებელია მოსწავლე  შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით; მოსწავლის მხოლოდ შემაჯამებლებისა და ტესტების შედეგების საფუძველზე შეფასება არ არის საკმარისი. მასწავლებელმა უნდა შეაფასოს მოსწავლე დაკვირვების შედეგად დაგროვილი მონაცემების, პრეზენტაციების, ჯგუფური მუშაობებისა და სხვა ტიპის აქტივობების მიხედვით, შეფასებისას აგრეთვე უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის ხარისხი.
4. აუცილებელია მოსწავლემ წინასწარ იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.
5. დისციპლინური სასჯელის მოტივით, მოსწავლის დაბალი ნიშნით შეფასება არ არის გამართლებული. საგნის ნიშანი გამოხატავს მხოლოდ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას. თუ მოსწავლე გაკვეთილზე არასათანადოდ იქცევა, ეს ავტომატურად იმოქმედებს მის  აკადემიურ მოსწრებაზე, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება მის შესაძლებლობებთან შედარებით დაბალი იქნება.


4.2. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება


1.     სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.   განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
3.   განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4.   განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა


განმავითარებელი
განმსაზღვრელი
მიზანი
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
შეფასების საგანი
სწავლის პროცესი

სწავლის შედეგი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)
შეფასების საშუალებები
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
ქულა


4.3. აკადემიური მიღწევის დონეები და ნიშნების წერის სისტემა


1.   მოსწავლეთა შეფასება I და IV კლასებში ხორციელდება განმავითარებელი შეფასების ხერხებით - საგნის მასწავლებლების მიერ მიწოდებული კომენტარების საფუძველზე კლასის დამრიგებელი წლის ბოლოს ადგენს  დახასიათებას თითოეულ მოსწავლეზე.
2. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები V-XII კლასებში  ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.

ქულები
შეფასების  დონეები
10
მაღალი
9
8
საშუალოზე მაღალი
7
6
საშუალო
5
4
საშუალოზე დაბალი
3
2
დაბალი
1

1.       მოსწავლე ფასდება სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე ასარჩევით საგნებში.
3.     V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
4.     დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
5.     მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  ფასდება მხოლოდ   განმავითარებელი შეფასებით.


4.4. საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი კომპონენტები

 

1.   სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
ა) საშინაო დავალება;
ბ) საკლასო  დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2.   შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
3.   საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.  
4.   შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.
5.   სასკოლო სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას (დანართი # 12). ამ კომპონენტით შეფასებისას:
ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა  და სხვ.);
ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება;
გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, სკოლა ვალდებულია, მომდევნო შემაჯამებელ დავალებამდე მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.

4.5 განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

 

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. საგნის წლიურ ქულაში  წლიური გამოცდის ქულაც აისახება;
დ) საერთო წლიური ქულა – საგნების წლიური ქულებიდან გამომდინარე შეფასება;
ე) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ( საბაზო ან საშუალო) საერთო შეფასება.


4.6.  ქულების გამოანგარიშების წესი


1.             საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული (შუალედური) ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
გ) მიღებული შუალედური ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
დ) სკოლის სტატუსიდან გამომდინარე, პირველი სემესტრის დასრულების წინ, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში ჩატარდება სადირექციო შემაჯამებელი წერა ფიზიკასა და მათემატიკაში, ხოლო სემესტრის დასრულების შემდეგ (გარდა VI და IX  კლასებისა) გამოცდა აღნიშნულ საგნებში. (სკოლის შინაგანაწესი მუხლი 8, პ 5).
ე) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, პირველი სემესტრის სადირექციო შემაჯამებელი წერის ნიშანი ჩაითვლება ჩვეულებრივ ერთ-ერთ ნიშნად და გათვალისწინებული იქნება პირველი სემესტრის ნიშნის გამოყვანისას (სკოლის შინაგანაწესი მუხლი 8, პ
6), ხოლო წლიური ნიშანი კი ორივე სემესტრის შეფასებისა და გამოცდის ნიშნის საშუალო არითმეტიკულია. (VI და IX  კლასებში მხოლოდ სემესტრების შეფასების საშუალო არითმეტიკული.)
2.             საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ.,  7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
გ) მათემატიკაში, ფიზიკაში ან სხვა სასწავლო დისციპლინებში  წლიური გამოცდის ჩატარებისას   ამ გამოცდის ქულაც აისახება წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის)  ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).
3.             საერთო  წლიური  ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საერთო წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის წლიური ქულა (საშუალო საფეხურზე, აგრეთვე, სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული არჩევითი საგნების ქულები სავალდებულო საგნების წლიურ ქულებთან ერთად) და ჯამი გაიყოს ქულების რაოდენობაზე;
ბ) საერთო წლიური ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 7.14 მრგვალდება 7.1-მდე, 8.15 მრგვალდება 8.2-მდე).
4.             საფეხურის  საერთო  ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის საერთო ქულა გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-10 კლასი, ქართული მე-11 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე).


4.7.  კლასისა და საფეხურის დაძლევა


1.       დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, ამასთან თუ ეს ქულა 6,0-ზე ნაკლებია, მოსწავლეს არ აქვს უფლება  მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომლის პირობები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით (მუხლი9, პ5), ხოლო თუ ქულა არის 6,0 ან მეტი, მოსწავლეს აქვს ზემოთ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება. (სკოლის შინაგანაწესი მუხლი 8, პ2)
2.       კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის  5 (დამრგვალების გარეშე) ან მეტი, ამასთან თუ ეს ქულა არის 6,0-ზე ნაკლები, მოსწავლეს არ აქვს უფლება გადავიდეს ჩვენი სკოლის მომდევნო კლასში, მას უფლება ეძლევა გადავიდეს სხვა სკოლის მომდევნო კლასში, ამ სკოლიდან მომართვის არსებობის შემთხვევაში. (სკოლის შინაგანაწესი მუხლი 8, პ1)
3.       საბაზო  საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს  მას საბაზო განათლების ატესტატის  აღების უფლებას, ამასთან თუ ეს ქულა 6,0-ზე ნაკლებია, მოსწავლეს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში მომდევნო საფეხურზე სწავლების გასაგრძელებლად.  (სკოლის შინაგანაწესი მუხლი 8, პ3)
4.       საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 6.0-ან მეტი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე  გასვლის უფლებას. (სკოლის შინაგანაწესი მუხლი8, პ4)

4.8. შეფასება და გაცდენები

1. თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მისი საგნის სემესტრულ ქულას დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული შეფასება, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე.
2. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ქულას. ამ შემთხვევაში მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის განთვალისწინებული საათების 1/2 და მეტის გაცდენის შემთხვევაში  და/ან რომელიმე სემესტრის საპატიოდ გაცდენის შემთხვევაში  მოსწავლე ფასდება სკოლის მიერ  მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.  
3.მოსწავლეთა გაცდენები, მათ შორის აბიტურის საათის გაცდენა, აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. ამასთან, აბიტურის გაცდენილი საათები არ იანგარიშება პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 
4. სკოლა ვალდებულია  შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნები.
5. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში:
ა) ერთი კვირის მანძილზე სკოლის გაცდენის შემთხვევაში, თუ სკოლა აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე;
ბ) თვეზე მეტი ვადით სკოლის გაცდენის შემთხვევაში, თუ  სკოლა - აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არის ინფორმირებული  სკოლის დირექტორი ან მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.


4.9.  გამოცდის ტიპები

1.   ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში  შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) სემესტრული შემაჯამებელი სასკოლო   გამოცდა;
ბ) წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
გ) საშემოდგომო გამოცდა;
დ) ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა;
ე) სკოლის გამოსაშვები გამოცდა.
2.   სემესტრული გამოცდა ინიშნება:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც  მოსწავლეს სემესტრის განმავლობაში საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4 და მეტის გაცდენის გამო დააკლდა საგნის სემესტრული ქულის 20% და ამ ქულის გამოსწორება სურს ან თუ მოსწავლე თვლის, რომ უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეინარჩუნოს საგნის სემესტრული ქულა, რომელიც მას ჰქონდა ქულის 20%-ით დაკლებამდე, მან გამოცდაზე უნდა მიიღოს იგივე ან უფრო მაღალი ქულა.   თუ მოსწავლე გამოცდაზე მიიღებს უფრო დაბალ ქულას, ვიდრე იყო მისი საგნის სემესტრული ქულა 20%-ის დაკლებამდე, მისი საგნის სემესტრული ქულა იანგარიშება შემდეგნაირად: 20%-ით დაკლებულ სემესტრულ ქულას ემატება გამოცდის ქულა და ჯამი იყოფა ორზე; 
ბ) იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის, მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. ასეთი მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;
3. სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. 
4. სკოლაში ყოველი სემესტრის ბოლოს სავალდებულოდ ტარდება ფიზიკასა და მათემატიკაში წერითი სემესტრული შემაჯამებელი გამოცდები, რომლის შედეგებიც მოქმედებს ზ.ა. საგნებში სემესტრული ქულის დადგენაზე;
5. 2015-2016 სასწავლო წლის ბოლოს  ყველა კლასში სავალდებულო სახით ინიშნება  დამამთავრებელი წლიური გამოცდა  მათემატიკასა და ფიზიკაში.  წლიური ნიშნის გამოთვლისას  გამოცდის ნიშანი ემატება სემესტრულ ნიშნებს და ჯამი იყოფა სამზე.
  დანარჩენ სხვა სასწავლო დისციპლინებში წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს აუცილებლობის შემთხვევაში (პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით). ასეთ შემთხვევაში წლიური ნიშნის გამოთვლისას წლიური გამოცდის ნიშანი ემატება სემესტრულ ნიშნებს და ჯამი იყოფა სამზე.
7. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა დამრგვალების გარეშე არის 6-ზე  ნაკლები,  სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
8. საშემოდგომო გამოცდის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით ( იხ. დანართი # 13);
9. საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ დაენიშნათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;
10. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).
11. ექსტერნატის     ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
12. ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების  პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის მოსწავლეები, რომელთაც საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 1/2 და  მეტი აქვთ გაცდენილი.
13. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად მოსწავლემ უნდა ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
14.  სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესსი და პირობები  განისაზღვრება კანონმდებლობით;
15.  სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური.
16. სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ სემთხვევაში, ტუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. ამ  შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
17. მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები სემესტრული გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
18. სემესტრული გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
19. სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
20. წლიური გამოცდის დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს წყვეტს სკოლა. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
21. სკოლას უფლება აქვს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში კლასს დაუნიშნოს გამოცდა არაუმეტესს ორ საგანში. ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდების შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი მაინც.
22. წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში/კლასებში და რომელ საგანში/საგნებშიჩაატარებს ამ გამოცდას და ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე.
23. თუ სკოლა ჩაატარებს წლიურ გამოცდას, იგი ვალდებულია გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი შინაარსიანი, კონტექსტუალიზებული, კომპლექსური დავალებები შესთავაზოს მოსწავლეებს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე ცალსახაპასუხიანი ტესტების შეთავაზება.
24. თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი იყოფა სამზე.
25. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა



4.10. ზოგადი  განათლების  სხვადასხვა  საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები


       ზოგადი განათლების სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპები     და მათი გაცემის წესი განსაზღვრება კანონმდებლობით.


4.11. მოსწავლეების აკადემიური მიღწევების აღიარება


1.             შეფასების მაღალი დონე (ქულები 9 და 10) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.
2.             სკოლამ ყოველი  სემესტრის  და  წლის ბოლოს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს მხოლოდ წარჩინებულების ვინაობა;   შესაძლებელია თითოეული საფეხურისათვის  მოეწყოს საერთო შეკრება, რომელზეც წარჩინებულ მოსწავლეებს წარადგენენ  წარჩინების ხარისხის მიხედვით. შესაძლებლობების მიხედვით, სკოლას   შეუძლია ასეთი მოსწავლეების დაჯილდოვებაც;
3.             დაუშვებელია ყველა მოსწავლის ქულების საჯაროდ გამოცხადება;
4.             მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
5.             მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის ნიშანი მეათედამდე დამრგვალების შედეგად არის 9.8 ან მეტი და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდას,  იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
6.             პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.


V. სადამრიგებლო პროგრამა  და დისციპლინა


5.1. დამრიგებელი


1.            2015-2016  სასწავლო წელს  სკოლაში ყველა კლასს  ჰყავს დამრიგებელი (იხ. დანართი # 5).
2.            დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.            დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.); სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის  შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი;
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით და სხვა) მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების  ყოველდღიური აღრიცხვა/შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
კ) ამ გეგმით და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი სხვა ვალდებულებებისა და  პროცედურების შესრულება. დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობოდეს  შემდეგ პრინციპებს:
             სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
             მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
             მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
             თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
        საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.


5.2.      დისციპლინა


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო   სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. მასწავლებლების მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და საქმიანი გარემოს შესაქმნელად; სკოლაში ნორმალური ატმოსფეროს დასანერგად ასევე გადამწყვეტია მოსწავლეებისათვის იმის ჩანერგვაც, რომ სკოლა მათი საკუთრებაა. მხოლოდ ამის  გააზრებით შეიძლება  მათ უარი თქვან სასკოლო ინვენტარისა თუ შენობის განზრახ დაზიანებაზე,  უხეში კონფლიქტების წამოწყებაზე და სხვა.
ადმინისტრაციული ზომები, რომლებსაც სკოლა გამოიყენებს მოსწავლეებისადმი დისციპლინური ღონისძიებების გატარებისთვის, ისე უნდა იყოს დადგენილი,  რომ  მოსწავლეთა ღირსება არ შეილახოს.



5.3.  მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა


1.     ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული  თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით,  პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას  სწავლა-სწავლების დროს.
2.     სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.
3.     სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული  და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას,  გამოცდილებას და  შეხედულებებს.



5.4. აქცენტი პიროვნული ღირსებების განვითარებაზე

სკოლაში განსაკუთრებული  ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი  ღირებულებების განვითარებას, როგორიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ  დიდი ყურადღება ექცეოდეს ისეთი  სენის აღმოფხვრას, როგორიცაა პლაგიატობა (ანუ სხვისი აზრების მითვისება). სკოლაში უნდა შეიქმნას ისეთი  სასწავლო  ატმოსფერო, სადაც სხვისი აზრების, მოსწავლისა თუ მასწავლებლის, მეცნიერისა თუ მწერლის აზრების საკუთრად გასაღება სირცხვილად ითვლებოდეს.   მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ სხვისი ნაშრომის მითვისება და საკუთარ მიღწევად გამოცხადება ისეთივე ქურდობაა, როგორც სხვისი ნივთის მითვისება.


5.5.  სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა


1.   ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა მათემატიკისსაჯარო   სკოლაში  დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით.
2. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში მიმდინარეობს მათემატიკისა და ფიზიკის გაძლიერებულად სწავლება, სკოლა უფლებამოსილია მშობლის სურვილის შემთხვევაში,  ჩაატაროს ნებაყოფლობითი სარეკომენდაციო ტესტირება მათემატიკასა და ფიზიკაში. ტესტირების მიზანია სკოლაში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს:
•         დაეხმაროს ზემოთ აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში მათ მიერ ათვისებულ და ან. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში;
•         პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში გაუწიოს რეკომენდაციები ინდივიდუალური მუშაობისათვის, რათა სკოლაში სწავლის გაგრძელების პროცესი არ იყოს რთული, არ გამოიწვიოს მოსწავლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აკადემიური მოსწრების კუთხით და არ მოხდეს მისი კანონიერი უფლებების დარღვევა.
3. განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად სკოლამ მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი. სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება გულისხმობს მრავალგვარი მეთოდის, მიდგომის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებას.


5.6.  მოსწავლეთა  ჩართულობა  გაკვეთილებზე  დასწრება  დაგვიანებების აღრიცხვა


1. თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას.  ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
2. მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების უზრუნველყოფა, დასწრების რეგულარული აღრიცხვა, მისი ანალიზი და პრობლემებზე რეაგირება  სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. ყველა მასწავლებელი ვალდებულია აწარმოოს საკლასო ჟურნალში    გაკვეთილებზე დასწრება დაგვიანებების ზუსტი  აღრიცხვა, კლასის დამრიგებელი ვალდებულია  მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება დაგვიანებების  თაობაზე შეგროვებული ინფორმაცია,  სკოლის დირექტორის მიერ შესაბამისი ანალიზისა და პრობლემებზე რეაგირების  უზრუნველყოფის მიზნით, ყოველკვირეულად ასახოს სკოლის მიერ დაწესებულ შესაბამის დისციპლინარულ ფორმებში (დანართი #9).  რომელიც  ინახება სკოლის ადმინისტრაციაში. დირექტორის მიერ სკოლაში განსაზღვრულია ის უფლებამოსილი პირი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს დამრიგებელთა და პედაგოგთა  მიერ მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება- დაგვიანებების აღრიცხვას.


5.7. გაცდენების ტიპები


მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენა შეიძლება იყოს საპატიო ან არასაპატიო.
1.                  საპატიოდ ჩაითვლება გაცდენა, რომელიც გამოწვეულია: მოსწავლის ავადმყოფობით; სამედიცინო გამოკვლევებით; ახლო ნათესავის გარდაცვალებით;  მოსწავლის მოკლევადიანი მოგზაურობით,  რომელიც 1 სასწავლო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს;  მოსწავლის ვალდებულებით გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებებში;  მოსწავლის ოჯახის წევრების ავადმყოფობისას, მოსწავლის მიერ მათზე ზრუნვის აუცილებლობით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მოსწავლე იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება მოსწავლის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას ან წარმოჩენას. საპატიოდ ითვლება ასევე გაცდენები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. 
2.                  მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ აცნობებს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე. იმისთვის, რომ გაცდენა  მიჩნეულ იქნას საპატიოდ, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან 5 სასწავლო დღის ვადაში წარმოადგინოს განცხადება, სადაც ის აღწერს მისი შვილის ან მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს. გაცდენის საპატიოდ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე. თუ დირექტორი გაცდენას მიიჩნევს არასაპატიოდ, მოსწავლის გაცდენის საკითხი განსახილველად გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს, თუ მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება  დირექტორის გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსწავლის გაცდენის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე, რომელიც  გასაჩივრდება სკოლის სამეურვეო საბჭოში. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენამდე ან თუ გაკვეთილის გაცდენა არ არის გამოწვეული ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი საპატიო მიზეზით, გაცდენა მიიჩნევა არასაპატიოდ, თუ მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი 5 დღეში არ წარმოადგენს შესაბამის განცხადებას.
3.                  დამრიგებელი  ვალდებულია დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებსა და/ან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.

VI. ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება


6.1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს კანონის ზოგადი განათლების  შესახებ მუხლი 33, პუნქტი 4-ის, ეროვნული სასწავლო გეგმის მუხლი 12, სკოლის წესდების მუხლი 18 პუნქტი 3,  სკოლის შინაგანაწესის მუხლი 2-ის და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული “არასაბიუეტო თანხების მართვის სტრატეგია” (ქ. ქუთაისის  #41 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი # )-ის  თანახმად, როგორც სკოლაში რეგისტრირებულ და ასევე არარეგისტრირებულ მოსწავლეებს (`მსმენელებს~) მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება. აგრეთვე სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი ხელმისაწდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.
2. სკოლა უფლებამოსილია საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ მუხლი 51, პუნქტი 2-ის თანახმად, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე.
3. გაწეული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა წარმოებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით, სკოლის საბანკო ანგარიშზე. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში და მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად მოხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
..


6.2. დამატებითი  საგანმანათლებლო  მომსახურების  მიზნები  და  ამოცანები      


დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების მიზნებია:
1)    ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა;
2)    მოსწავლეთათვის ინტელექტუალური პოტენციალის თვითრეალიზება;
3)    მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართებისათვის სათანადო პირობების შექმნა;
4)    არჩევანის თავისუფლების ხარისხის გაზრდა;
5)    არასაბიუჯეტო თანხების მოზიდვა.

დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ამოცანებია:
ა) სკოლის მოსწავლეებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ფარგლებში (შემდგომში სტანდარტზემოთ მომსახურება – შიდასასკოლო სერვისები), ასევე სკოლაში არარეგისტრირებული მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სერვისების (გარესასკოლო სერვისები) შეთავაზება;
ბ) ექსპერტთა საბჭოს (კათედრის გამგეები, პედსაბჭოს თავჯდომარე, დირექტორის მოადგილეები და მოწვეული ექსპერტები) მიერ შემუშავებული, სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული და პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი პროგრამების მიხედვით სტანდარტზემოთ მომსახურებას განხორციელება.
გ) სასკოლო სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებული საგანმანათლებლო მომსახურების პროგრამების ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციის მიერ სათანადო სერვისების მმართველი ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: პროგრამის დირექტორი, პროგრამის კოორდინატორები, პროგრამის ადმინისტრატორი, ფინანსური მენეჯერი, დამლაგებელი, კარისკაცი.
დ) სერვისების მმართველი ჯგუფის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება და სამუშაო ჯგუფების, წრეების დაკომპლექტება.
ე) სტანდარტზედა მომსახურების პროგრამის ფარგლებში, პროგრამის ფასილიტატორების შერჩევა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათთან ხელშეკრულების გაფორმება.
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სერვისების მმართველი ჯგუფის მიერ, სტანდარტზედა მომსახურების ფასიანი პროგრამების ფარგლებში, ყველა მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის ფარგლებშიც მას უფლება აქვს დააწესოს შეღავათები, რომლებიც აისახება შესაბამის ხელშეკრულებაში.


6.3. სტანდარტზედა მომსახურების სახეები და ჩამონათვალი

შიდასასკოლო სერვისების ფარგლებში, სკოლის მენეჯმენტი, მომხმარებელს უკვე აპრობირებული პროგრამების გარდა (მათემატიკის და ფიზიკის გაძლიერებული სწავლების კურსი ფაკულტატური სწავლების ფორმით, საკვირაო სკოლა) მოსწავლეებს სთავაზობს ახალ პროგრამებს:
1.       ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაძლიერებული სწავლების კურსი  - პროგრამირების ენების საფუძვლები;
ასევე:
მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა.
გარესასკოლო სერვისების ფარგლებში, სკოლა მომხმარებელს სთავაზობს საკვირაო სკოლის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ხოლო მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მომხმარებლებისათვის შეთავაზებული იქნება: ლოგიკური აზროვნების საწყისების პროგრამა, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურზე დაემატებაუფასო ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება.

6.4. სტანდარტზემოთ მომსახურებიდან შემოსული სახსრების განკარგვის წესი

სკოლის საბანკო ანგარიშზე სტანდარტზემოთ მომსახურებიდან შემოსული თანხების ყოველთვიური განაწილების სტრუქტურა:
1. ფასილიტატორების ხელფასი;
2. ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის ხელფასი;
3. კომუნალური ხარჯები;
4. დარჩენილი თავისუფალი თანხების განაწილება სასკოლო საჭიროებებიდან გამომდინარე.
შემოსული თანხების აღრიცხვა და განაწილება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სკოლის ადმინისტრაციის მიერ დირექტორის ბრძანებით.

VII . დანართები და სტატისტიკური ფორმები

დანაართი #1

2015-2016 სასწავლო წლის კალენდარი


2015 წელი

სექტემბერი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30






ოქტომბერი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ



1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31



ნოემბერი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ






1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30








დეკემბერი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31





2016
იანვარი

ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ




1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31


თებერვალი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29








მარტი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31





აპრილი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ




1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30


მაისი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ






1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31






ივნისი
ორშ
სამშ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ


1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30






No comments:

Post a Comment