Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu -->

3/17/2016

2016 წლის 6 მარტს ქუთაისში დაიწყო შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისადმი მიძღვნილი პროექტი „სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში“. პროექტი სამთვიანია და 12 ღონისძიებას მოიცავს.
პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რუსთაველის
 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი დავით მაზიაშვილი.


2016 წლის 5 მარტს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომაგენლები, პროფესორები. ისინი შეხვდნენ XI და XII კლასის მოსწავლეებს, ისაუბრეს უნივერსიტეტის საქმიანობასა და წარმატებებზე.
მოსწავლეებს დაურიგდათ 10 000 ლარიანი ცოდნის ფონდის ვაუჩერები, რომლის მოპოვების შემდეგაც მათ 4 წლის მანძილზე 2500 ლარით შეუმსუბუქდებათ გადასახდელი თანხა.
სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.

მოგეხსენებათ, 2016 წლის იანვარში ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმა-ატაში ჩატარებულ ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადაში კიდევ ერთხელ მოიპოვა ჩვენმა სკოლამ წარმატება (4 ბრინჯაოს მედალი). 26 იანვარს კი ოლიმპიადის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს ქ.ქუთაისის მერი ბატონი შოთა მურღულია შეხვდა, მიულოცა წარმატება და საჩუქრები გადასცა






ჟაუტიკოვი 2016

2016 წლის 13-19 იანვრის ჩათვლით ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმაატაში XII-ჯერ ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში სკოლათა შორის.
ოლიმპიადის ფორმატი შემდეგია: სკოლიდან მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთბაშად 7მონაწილეს ( 3 მათემატიკოსს, 2 ფიზიკოსსა და 2 ინფორმატიკოსს ). 
ოლიმპიადაში მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სერბეთი, უკრაინა, ბელორუსი), კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რუსეთის (რომელიც, როგორც ყოველთვის, გამოდის რეგიონების მიხედვით დაახლოებით 15-20 გუნდით). აზიის (მონღოლეთი,ინდოეთი, ინდონეზია, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქეთი) და, რა თქმა უნდა, თავად მასპინძელი ქვეყნის რამდენიმე გუნდი . საერთო რაოდენობა წელს 19-ს გაუტოლდა).