Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu -->

3/17/2016

ჟაუტიკოვი 2016

2016 წლის 13-19 იანვრის ჩათვლით ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმაატაში XII-ჯერ ჩატარდა ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში სკოლათა შორის.
ოლიმპიადის ფორმატი შემდეგია: სკოლიდან მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთბაშად 7მონაწილეს ( 3 მათემატიკოსს, 2 ფიზიკოსსა და 2 ინფორმატიკოსს ). 
ოლიმპიადაში მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სერბეთი, უკრაინა, ბელორუსი), კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რუსეთის (რომელიც, როგორც ყოველთვის, გამოდის რეგიონების მიხედვით დაახლოებით 15-20 გუნდით). აზიის (მონღოლეთი,ინდოეთი, ინდონეზია, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქეთი) და, რა თქმა უნდა, თავად მასპინძელი ქვეყნის რამდენიმე გუნდი . საერთო რაოდენობა წელს 19-ს გაუტოლდა).

გამარჯვებული სკოლის გუნდი ღებულობს „გრანპრს“. არის ასევე I, II და III ადგილები და ამისშემდეგ რამდენიმე გუნდი ღებულობს წარმატებული გამოსვლისთვის სიგელს.
წელს ჩვენმა სკოლამ 4 ბრინჯაოს მედალი და 3 სიგელი მოიპოვა (ლაშა ბუხნიკაშვილი, ბაკურ ცუცხაშვილი, გიორგი ბაღდავაძე - ინფორმატიკა) (გვანცა ცუცხაშვილი - მათემატიკა). ეს არ იყო პირველი გამარჯვება, რადგან სკოლა უკვე მეხუთე წელია მონაწილეობს ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაში. საერთო ჯამში კი 10 მედალი დააგროვა ( 1- ოქრო, 1 - ვერცხლი, 8 - ბრინჯაო).
ოთხივე გამარჯვებულმა დამატებით მიიღო ყაზახურ-ბრიტანული ტექნიკური უნივერსიტეტის სრული გრანტი.
სკოლის გუნდს ყაზახეთში ახლდნენ დირექტორი და საგნობრივი წრეების მასწავლებლები:
1. დავით ნიშნიანიძე - პროფესორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ფიზიკაში.
2. ვახტანგ შეკიშვილი - ინფორმატიკის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების თანახელმძღვანელი ინფორმატიკაში.
3. გენადი მარგველაშვილი - მათემატიკის წრის ხელმძღვანელი. სკოლის დირექტორი.
სკოლა მადლობას უხდის: ქ.ქუთაისის მერიას, რომელიც უკვე მეორე წელიწადია ოლიმპიადის დაფინანსების მნიშვნელოვან ტვირთს თავის თავზე იღებს,და საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“.


No comments:

Post a Comment